შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

02.09.2021 - ბილივის "ახალგაზრდული ჯგუფის" VII თაობის წევრებისთვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა

ფონდ ბილივის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნების მიღწევა (SDGs).
ამ ფორმატში, ფონდი მხარს უჭერს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას რეგიონში, განსაკუთრებით კი ქალაქ ფოთში.
ბილივის "ახალგაზრდული ჯგუფი"  ფონდის ყოველწლიური საგანმანათლებლო პროექტია და მისი მიზანია შეუქმნას მოტივირებულ მოსწავლეებს ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ პიროვნულ და სამომავლო პროფესიულ არჩევანსა და განვითარებაში დაეხმარება.
ამ მიზნის მისაღწევად გუნდი რამდენიმე მიმართულებით გეგმავს აქტივობებს: 
- ლექციების კურსი მოსწავლეებისთვის სასურველ თემებზე; 
- მოხალისეობრივი აქტივობები სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებში; 
- პრაქტიკული პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა სხვადასხვა კომპანიაში 
- და ახალგაზრდების ინიციატივების წახალისება.

2020-2021 სასწავლო წლებში უკვე მეშვიდედ განხორციელდა. პროექტისთვის შერჩეულ 30 მონაწილეს  სექტემბრიდან ყოველკვირეულად უტარდებოდათ ლექცია-შეხვედრები შემდეგი მოდულების გარშემო:
- მდგრადი განვითარება - საქართველო და მსოფლიო
- პიროვნული განვითარება;
- ინკლუზია და მრავალფეროვნება;
- დებატების ხელოვნება ( ბრიტანული სტილით დებატების ფორმატი - პრაქტიკული ნაწილი);
- კარგი მოქალაქეობა და დემოკრატია;
- მოხალისეობა და სათემო პროექტების განხორციელება (პრაქტიკული ნაწილი);
გარდა საგანმანათლებლო მოდულებისა, ახალგაზრდული ჯგუფის ბაზაზე წელს პირველად ჩამოყალიბდა ბილივის ახალგაზრდული კომიტეტი, რომელიც თავის მხრივ დაყოფილია ცალკეულ მიმართულებებად და თანხვედრაშია ბილივის საქმიანობასთან.
კომიტეტებში მუშაობით, მონაწილეებს მიეცათ დამატებითი შესაძლებლობა უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ბილივის საქმიანობაში და მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება.


პროექტის მხარდამჭერია "გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი"

პროექტის ფარგლებში მოწვეული სპიკერები და განხილული თემები:


  • შორენა მეგრელიშვილი -კონსულტანტი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
    “მდგრადი განვითარება & ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს ცვლიან.”
    "ეფექტური სამოტივაციო წერილის შედგენა"
  • რიმა ბერიძე - საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების FLEX პროგრამის რეკრუტერი
    “ ყველაფერი FLEX პროგრამის შესახებ”
  • სალომე ზურაბიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ და „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ აღმასრულებელი დირექტორი.
     “კორპორაციული პასუხისმგებლობა და ბიზნესის როლი მდგრადი განვითარების პროცესში
  • ესმა გუმბერიძე - გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი
    “მდგრადი განვითარების გამოწვევები”
  • ნათია შარიქაძე - საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები
    “CVის შექმნის ძირითადი პრინციპები”
  • თამარ მესხიძე -დასაქმების პლატფორმა “hiro.ge”-ის წარმომადგენელი
    “ეფექტური კომუნიკაცია”
  • მარიკა ქურდაძე - პროგრამების კოორდინატორი,გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)
    ონლაინ სწავლა და თვითგანვითარება”
  • ნინო ბერუაშვილი - ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
    "გზა პიროვნული განვითარებისკენ"
  • რუსუდან ზაბახიძე - საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი
    "გზა პიროვნული განვითარებისკენ"
  • მაია ქობალია - ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალის” გარემოსდაცვითი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი
    "ლიდერობა"
  • ირაკლი ქანდარია - APM Terminals-ის რეგიონალური IT პროექტების მენეჯერი
    "პროექტების მართვა ყოველდღიურ ცხოვრებაში”
  • ნინუცა ნანიტაშვილი - ტექ ენთუზიასტი, ინოვაციების კონსულტანტი
    “STEM, STEM პროფესიები და ქალების როლი STEMში”
  • ნატალია ახალაძე - იურისტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
    “ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა”
  • მირანდა ტყაბლაძე - საარჩევნო სისტემათა საეთაშორისო ფონდის ოპერაციების მენეჯერი
    “ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა”
  • ქამრან მამადლი - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მკვლევარი “ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები საქართველოში”
  • ლიკა ლატარია - საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეზობელი
    ქვეყნების სამმართველოს უფროსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
    “დემოკრატია და კარგი მმართველობა”
  • დავით შერვაშიძე - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)“არჩევნები და პოლიტიკური / სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა”
  • ეკატერინე ხუციშვილიიურისტი
    “პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობა, მისი დანიშნულება და ინდივიდუალური პარლამენტარების როლი”
  • ელენე კვანჭილაშვილი - ურნალისტი, Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი
    “პოლიტიკური ჩართულობა - შიში თუ ენთუზიაზმი?”

        დაგვიკავშირდით

        სახელი
        გვარი
        ელ–ფოსტა
        შეტყობინება
         
        +995 555008182
        info@believe.ge
        გორგასლის ქ. 7/46