შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

საკვებით უზრუნველყოფა

საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და მისი ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე. ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამომდინარე მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე ან ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ქალაქ ფოთშიც დიდია სოციალურად დაუცველთა და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა რიცხვი. მათი უმრავლესობა ძირძველი ადგილობრივი მოსახლეა, ასევე მაღალი პროცენტული წილი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეკო მიგრანტთა ოჯახებზე მოდის, რაც უფრო ასუსტებს ქალაქის ეკონომიკას. შექმნილი სოციალური პრობლემების გადაჭრას და ვითარების დარეგულირებას საჯარო სექტორი მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდება. ფონდმა ,,ბილივმა’’ გამოიჩინა ინიციატივა აქტიურად ჩაერთოს სიღარიბის დაძლევის პროცესში და ამ მიმართულებით დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა აქტივობა ქ. ფოთსა და დასავლეთ საქართველოში.

შიმშილისა და სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად ფონდმა უკვე რამდენიმე კამპანია განახორციელა:


COATS  (Clothing Others Against The Snow) - ფონდ „ბილივის“ ორგანიზებით, 2014 წელს  ტანსაცმლის შეგროვების აქცია COATS ჩატარდა, რომელიც გულისხმობდა პატარებისათვის ზამთრის თბილი ტანსაცმლის შეგროვებას. აქციის ფარგლებში ფონდი დაეხმარა ფოთსა და ბათუმში მცხოვრებ 6-18 წლამდე ასაკის 150-ზე მეტ სოციალურად დაუცველ პატარას.  ღონისძიებაში ფოთის ყველა საჯარო და კერძო სკოლა ჩაერთო. ასევე, ღონისძიების პარტნიორი გახლდათ სასტუმრო ,,რედისონ ბათუმი’’. ასევე დღემდე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ბენეფიციარებისთვის მეორადი ტანისამოსის შეგროვების კამპანია და ეტაპობრივად საჭიროების მიხედვით გაცემა.


,,მე მჯერა სანტა კლაუსის’’ - ათეულობით პატარასათვის საახალწლო დღეებში სანტა კლაუსზე ოცნება რეალობად იქცა. მათ სანტასთვის გაგზავნილ წერილებში ნანატრი ოცნებები აუსრულდათ. აქციამ  ბევრი გულისხმიერი და კეთილი მოხალისე გააერთიანა, რომელებიც გახდნენ სოციალურად დაუცველი ბავშვების სანტები და მათი საახალწლო სურვილები აასრულეს.2015 წლიდან დღემდე ,,ბილივის’’ სანტა 595-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ბავშვს ესტუმრა და მათი ახალი წელი დაუვიწყარი გახადა. სანტას ხურჯინი მრავალფეროვანი საჩუქრებით იყო დატვირთული - სათამაშოებით, ტანსაცმელებით, ფეხსაცმელებით, ველოსიპედებით, წიგნებით და ბევრი ტკბილეულით.


,,სათამაშოები ბავშვებისთვის’’ -  აქციის ფარგლებში, თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით, 6 წლამდე ბავშვებმა საჩუქრად სათამაშოები მიიღეს. ქალაქის ბაღებში არსებული სათამაშოების დეფიციტის შევსება ფონდმა ,,ბილივმა’’ გადაწყვიტა. სათამაშოების შეგროვების კამპანიაში რამდენიმე კერძო ორგანიზაცია, საჯარო სკოლები და ქველმოქმედების მსურველი ფიზიკური პირები ჩაერთნენ და მათი  უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის შედეგად  2000 - მდე სათამაშო შეგროვდა. შეგროვებული საჩუქრები  ქალაქ ფოთში არსებულ 15 საჯარო ბაღს თანაბრად გადაუნაწილდა.


საკვები პროდუქტით უზრუნველყოფა - კამპანიის მიზანია შეამციროს ქალაქში შიმშილისა და უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი.  ყოველწლიურად, ფონდი, საახალწლო და სააღდგომო პერიოდებში საკვები პროდუქტების კალათას გადასცემს ქ. ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირის წევრებსა და ბენეფიციარებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

 

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46