შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

საბინაო მხარდაჭერა


,,ბილივის’’ საბინაო მხარდაჭერის კამპანია 2014 წელს დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს. ამ კამპანიის ძირითადი მიზნებია: სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა და ადაპტირებული გარემოს შექმნა.


საბინაო მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში განხორციელებული პროექტებია:


ქ. ფოთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის (,,კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის’’) რეაბილიტაცია და ადაპტირებული გარემოს მოწყობა

დღის ცენტრის ადაპტაცია-რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო სტანდარტების შესაბამისი ადაპტირირებული პანდუსი; შეკეთდა და კეთილმოეწყო დღის ცენტრი. 581 კვ.მ ფართობზე განხორციელდა სამღებრო სარემონტო სამუშაოები, მოიხვეწა იატაკი; დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა; დღის ცენტრისათვის დამზადდა სხვადასხვა სახის ადაპტირებული ავეჯი - სულ 33 ერთეული, ასევე, ფონდმა შეიძინა 60 ერთეული სკამი; საკლასო ოთახებისათვის შეძენილია კომპიუტერული ტექნიკა (3 სრული კომპლექტი); ასევე, რეაბილიტაციის ფარგლებში დღის ცენტრისათვის შეძენილია საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთები - ბრები და ჭაღები, სპეციალური მანათობელი ფსიქოლოგის ოთახისათვის, ხალიჩები, ფარდები, სარკეები, სამეული, მტვერსასრუტი, საინფორმაციო დაფები და წვრილი საკანცელარიო ნივთები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია მოტორული უნარების განმავითარებელი 20-ზე მეტი სათამაშო და ადაპტირებული სკამი მაგიდით.

ამჟამად დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობს 6-დან 18 წლამდე ასაკის 28 ბენეფიციარი.

ქ. ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირის საბინაო მხარდაჭერა

ფონდმა ,,ბილივმა’’  ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირს კომპიუტერული ტექნიკა: პერსონალური კომპიუტერი - სრული აღჭურვილობით, მრავალფუნქციური პრინტერი, პროექტორი და პროექტორის დაფა, ასევე სხვადასხვა საოფისე ინვენტარი გადასცა. 2015 წლიდან დღემდე ფონდი აფინანსებს ყრუთა კავშირის ინტერნეტ მომსახურებას.

საქართველოს ყრუთა და სმენადაქვეითებულთა კავშირის ფოთის ორგანიზაცია რამდენიმე ათეული წელია არსებობს, მაგრამ არასათანადო პირობების, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების უქონლობისა და სხვადასხვა სექტორის მხრიდან მათი პრობლემების არასაკმარისი მხარდაჭერის მიზეზით ორგანიზაცია ვერ ფუნქციონირებდა საკუთარი მისიის შესაბამისად.


ორგანიზაციის მიზანია სმენადაქვეითებული მოქალაქეების ნებაყოფლობითი გაერთიანება და მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა; სოციალური, შრომითი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა.


,,ბილივის’’ საბინაო მხარდაჭერის კამპანიის დახმარებით კავშირმა სხვადასხვა პროექტი და სასწავლო კურსი განახორციელა. 2015 წლიდან ისინი ორგანიზებას უწევენ ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისა და მოზრდილებისთვის ჟესტური ენის სწავლების კურსს, ასევე 2016 წლიდან კავშირის ბენეფიციართათვის ხორციელდება კინო-ჩვენება ჟესტურ ენაზე. ამჟამად კავშირი 31 ბენეფიციარს აერთიანებს.

საბინაო მხარდაჭერის კამპანია სოციალურად დაუცველი და შშმ პირთა ოჯახებისათვის

ქალაქ ფოთში ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელი, ხოლო ნაწილი ეკო-მიგრანტი და იძულებით გადაადგილებული პირია. განსაკუთრებით მძიმეა იმ ოჯახების მატერიალური და მორალური მდგომარეობა, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ჰყავთ სახლში. აქედან გამომდინარე, ფონდმა გადაწყვიტა დახმარება აღმოუჩინოს იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

საბინაო მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში “ბილივმა” 18 სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ოჯახს აჩუქა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვადასვა  საოჯახო ნივთი.


ასევე, განსაკუთრებით მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში საცხოვრებელი პირობების მქონე 6 ოჯახის საცხოვრებელ ფართს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. კერძოდ, სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვალა ფანჯრები, აღდგა იატაკი და გადაიხურა სახლი.


პროექტის ფარგლებში ქ. ფოთში მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი სულ  70-მდე ბენეფიციარი დაკმაყოფილდა პირველადი საყოფაცხოვრებო საჭიროებით.
პროექტისთვის ბენეფიციართა ჯგუფი განისაზღვრა ქ. ფოთის სოციალურ სამსახურთან თანაშრომლობით.

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 577221133 / +995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46