შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

ბილივის საქველმოქმედო გალა


ფონდი ,,ბილივი’’ ყოველწლიურად მართავს საქველმოქმედო გალა საღამოს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად.
 
შემოგვიერთდი და მხარი დაუჭირე ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას დასავლეთ საქართველოში.
 
ჩვენს ღონისძიებაში რამდენიმე ფორმით შეგიძლიათ ჩაერთოთ - თითოეული მნიშვნელოვანი და აუცილებელია საბოლოო წარმატებული შედეგის მისაღწევად.
 

თქვენ შეგიძლიათ:

  • გახდეთ გალა-საღამოს სპონსორი - მხარი დაუჭიროთ წარმატებულ საქველმოქმედო ღონისძიებას და შეიძინოთ კორპორაციული სასპონსორო შეთავაზება.

  • შეიძინოთ გალა-საღამოზე დასასწრები ბილეთი - მხარი დაუჭირეთ ბილივის გუნდს ინდივიდუალური ჩართულობით;

  • გახდეთ შემომწირველი - საქველმოქმედო აუქციონისთვის გადაეცით ფონდს მხატვრული ნამუშევანი ან განსაკუთრებული ნივთი;

  • გახდეთ რეკომენდატორი - დაგვისახელეთ ხელოვანი ან სპორტსმენი, რომელსაც შეუძლია საკუთარი პროდუქტის - ფოტოს, მხატვრული ტილოს, სამკაულის ან ისეთი ნივთის გადმოცემა, რომელიც ღირებული იქნება საქველმოქმედო აუქციონისათვის.

  • გახდეთ ლატარიის საჩუქრის სპონსორი - შემოსწირეთ ნებისმიერი პროდუქტის ან სერვისის შესაბამისი ვაუჩერი საქველმოქმედო ლატარიის გათამაშების გამარჯვებულისათვის.

  • გახდეთ ,,ბილივის’’ გულშემატკივარი - მიადევნეთ თვალი ჩვენს Facebook - გვერდს, გააზიარეთ და მოიწონეთ გამოქვეყნებული ინფორმაცია გალა საღამოს შესახებ და თქვენს ირგვლივ  მყოფ საზოგადოებას გააგებინეთ, რომ ჩვენ ერთად მეტი შეგვიძლია.


თქვენი სახელი და შემოწირული ნივთის შესახებ ინფორმაცია განთავსდება გალა საღამოს ბროშურაში. ჩვენ მუდმივად მოხარულები ვართ აღმოვაჩინოთ ნიჭიერი და ენთუზიასტი შემომწირველები და მხარდამჭერები.
 
მეტი ინფორმაციისა და ჩართულობისათვის დაუკავშირდით გალა საღამოს საორგანიზაციო კომიტეტს:
ელ. მისამართი: info@believe.ge; ტელ: +995 577221133.
 

გალა-საღამოს შესახებ:
2014 წლიდან ყოველ ზაფხულს ფონდი ,,ბილივი’’ აწყობს საქველმოქმედო გალა საღამოს ფონდის დონორი ორგანიზაციებისთვის და ინდივიდუალური შემომწირველებისთვის. ამ ღონისძიების უმთავრესი მიზანია სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა.
 
დონორებისა და მოხალისეების უანგარო თანადგომით “ბილივის” გუნდი ფინანსურ სახსრებს აგროვებს იმ დაგეგმილი საქველმოქმედო პროგრამებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოში მთელი წლის განმავლობაში ბენეფიციართა საცხოვრებელი პირობების ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას.
 
,,ბილივის’’ საქველმოქმედო გალა საღამო უკვე სამჯერ ჩატარდა: 2014 წელს სასტუმრო ,,ჯორჯია პალასში’’, ხოლო 2015 – 2016 წლებში სასტუმრო ,ჰილტონ ბათუმში’’. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ჯამში 300 000 ლარზე მეტი შეგროვდა.
 
გალა საღამოზე მოსულ სტუმრებს ელოდებათ სადღესასწაულო ვახშამი, ლატარიის ბილეთების გათამაშება და სასიამოვნო მუსიკა. ამ დრომდე საღამოს მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მუსიკოსებმა და მომღერლებმა ლევან მასპინძელაშვილმა, ვაჟა მანიამ, მარიკო ებრალიძემ, თამუნა ბაბილუამ და სხვებმა.
 
გალა საღამოზე, ასევე ყოველწლიურად იმართება საქველმოქმედო აუქციონი, სადაც გასაყიდად წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი მხატვრებისა და ხელოვანების მიერ შემოწირული ხელოვნების ნიმუშები. აუქციონს წარმართავს, უცვლელი და შეუდარებელი აუქციონისტი - კანადის საპატიო კონსული საქართველოში კლიფ ისააკი. აუქციონზე შემოსული თანხა სრულად ხმარდება საქველმოქმედო საქმიანობას.
 
საქველმოქმედო ღონისძიების ერთგულ დონორებსა და მუდმივ სტუმრებს შორის არიან: გლობალური სატრანსპორტო კომპანიები, ლოჯისტიკური და ექსპედიტორული სააგენტოები, ფინანსური ინსტიტუტები, იურიდიული მომსახურების კომპანიები, საინვესტიციო ასოციაციები, საერთაშორისო სასტუმროები, სამედიცინო ცენტრები, ქართული დიასპორის, დიპლომატიური კორპუსისა და სამრეწველო პალატების წარმომადგენლები, აგრეთვე განათლების, კუტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ინდივიდუალური შემომწირველები.

შეიტყვეთ მეტი გალა-საღამოს შესახებ
ჩვენი YouTube არხიდან:



დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46