შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

სათამაშოები ბავშვებისთვის

გააჩუქეთ სათამაშოები - ერთად გავახაროთ ბავშვები!

,,სათამაშოები ბავშვებისთვის’’ აქციის ფარგლებში ,,ბილივი’’ მეორად სათამაშოებს აგროვებს. პროექტის მიზანია ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის ბაღში მისვლა სასიამოვნო და მხიარული გახდეს. შეგროვებული სათამაშოები ბაღებს და სოციალურად დაუცველ ბავშვებს სასწავლო წლის დაწყებისას გადაეცემათ.

აქციაში ჩართულობა შეგიძლიათ, როგორც: 
შემომწირველი - ინდივიდუალურად შემოსწირეთ სათამაშო;
ორგანიზატორი - გაუწიეთ ორგანიზება აქციას თქვენს სამსახურში, სამეგობროში ან სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფში.
მოხალისე - დაეხმარეთ ,,ბილივს’’ სათამაშოების დახარისხების და დისტრიბუციის პროცესში.

აუცილებელია სათამაშო იყოს:
✔ სუფთა, მოვლილი, უნაკლო
X ნუ იქნება დაზიანებული და გატეხილი

სათამაშოების შეგროვება ხდება წლის განმავლობაში და რიგდება სექტემბერში. გთხოვთ, ნივთები მოიტანოთ ფონდ ,,ბილივში’’ და განათავსოთ სათამაშოებისთვის განკუთვნილ ყუთში. ჩვენი მისამართია 7/46 გორგასლის ქუჩა, ქ. ფოთი. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ info@believe.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555008182.

შეიტყვეთ მეტი შარშანდელი კამპანიის შესახებ ჩვენი YouTube არხიდან:

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46