შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

მოხალისე სპიკერი

თქვენი ცოდნა და გამოცდილება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას საჩუქარს, რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ ნაკლებად წარმატებულ გარემოში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ,,გამოცდილების გაზიარების პროგრამაში” მონაწილეობით თქვენ გახდებით საუკეთესო მაგალითი, რომელიც ახალგაზრდა თაობას დაეხმარება ცხოვრების გარდაქმნაში და გაუმჯობესებაში. 

საგანმანათლებლო მიმართულებით ,,ბილივი’’ მოსწავლეების, სტუდენტებისა და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს ახორციელებს. ,,გამოცდილების გაზიარების პროგრამის’’ ფარგლებში იგეგმება პროექტები, ტრენინგები და ლექცია-სემინარები. 

,,გამოცდილების გაზიარების პროგრამა’’ (ESP) არის არაკომერციული, დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც 2014 წლის ივლისში, ,,ბილივის’’ თანადამფუძნებლის დავით ჭოჭუას ინიციატივით შეიქმნა. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ურთიერთგაზიარების კულტურის დანერგვას და შექმნას ახალგაზრდა თაობისთვის შესაძლებლობები გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ ახალი გამოცდილება პროექტის ფარგლებში განხორცილებულ სხვადასხვა ტიპის ლექციებსა და სემინარებზე დასწრებითა და ჩართულობით.

პროგრამის ფორმატი გულისხმობს დამსწრე აუდიტორიისათვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მონაწილეს ექნება საშუალება თავისუფლად გამოთქვას მოსაზრება და აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო ცხოვრებაში. 

პროგრამის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა საინტერესო პიროვნებებთან თანამშრომლობა, რომლებიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს გაუზიარებენ  საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, შესთავაზებენ მაღალკვალიფიციურ ლექციებს და კომპეტენტურ მიდგომებს აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

თუ გსურთ გახდეთ პროგრამის სპიკერი და გაუზიაროთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს, გამოგზავნეთ თქვენი CV ფონდის საკონტაქტო ელ. მისამართზე  info@believe.ge  ან დაგვიკავშირდით, ტელ +995 555008182

პროექტში მოხალისეობრივად უკვე ჩაერთნენ: 

•   დავით ჭოჭუა - „საქართველოს საგარეო პოლიტიკის კლასიკური და ახალი მიმართულებები“
•   დავით ჭოჭუა - „თანამედროვე ტერორიზმი“
•   დავით ჯიქია - „ელექტრონული რევოლუცია საბანკო სფეროში“
•   ლაშა ჭოჭუა - „ეკონომიკური განვითარება - ინსტიტუტები, მორალი და ბაზარი“
•   ლაშა ჭოჭუა - „ადამიანის ქცევის ზოგადი მოდელი ანუ როგორია ადამიანი?!“
•   ნინო კუპრავა - „როგორ დავწეროთ წარმატებული რეზიუმე და მოვემზადოთ გასაუბრებისთვის“
•   მარიამ ხოხობაია - „ლიდერობა და პიროვნული განვითარება“
•   მაკა ლაშხია - „პოსტმოდერნული ესთეტიკური კულტურა: სიურეალიზმიდან ჰიპერრეალიზმამდე“
•   მაკა ლაშხია - „სიყვარულის ფილოსოფია“
•   გურამ შეროზია - „პრეზენტაციების ჩატარების ხელოვნება და გასაუბრებაზე თავის საუკეთესოდ წარმოჩენის მეთოდები“  
•   როზა ადამია - თავისუფლება
•   ალექსანდრე ჯეჯელავა - ,,თანამედროვე მენეჯმენტი”
•   ლაშა ჭოჭუა - ,,საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა - შეცდომები და გამოწვევები"
•   ბრენდან ჯექსონი - ,,პროექტები კომიქსების შესახებ’’
•   გულიკო კეკელიძე - ,,კლიმატის ცვლილება’’
•   ხათუნა მზარელუა - წერილი ,,საბურო ტეშიგავარას'' (Para-Dice)  
•   თამარა ბასილაია, თამუნა გვაძაბია, ნინო მირცხულავა, მაია დაგარგულია, თეა მიგინეიშვილი, ნინო კუპრავა - ბიზნეს გეგმის წერის კურსი
•   ცირა კემულარია - ,,წარმატებული კარიერის დაგეგმვა’’
•   მერი ბლიაძე - ,,მედია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ’’
•   ენდრიუ ბრეიდი - ,,საქველმოქმედო და სოციალური საწარმოების მართვა’’
•   რენდი დეითონი, ჯილ სიმფსონი, კარენ ნილი - ,,გუნდური მუშაობა, პროექტის წერა, ადვოკატირება, ორგანიზაციული მართვა, სტრატეგიული დაგეგმვა, მარკეტინგი და ნეთვორქინგი”  
•   თორნიკე შურღულაია - ,,გლობალური უსაფრთხოება’’
•   ირაკლი შამათავა - ,,ქართული პოეზია და ლიტერატურა’’
•   ზაზა კვირკველია, მაია დარასელია, დავით გოგუა, სალომე ჯანჯღავა - „არასრულწლოვანთა უფლებები და მართლმსაჯულება“

თქვენი მხარდაჭერით კიდევ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ლექცია ჩაუტარდება ახალგაზრდებს.

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 577221133 / +995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46