შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

ღონისძიებები


„ბილივის“ ყოველწლიური საქველმოქმედო გალა საღამო

 

2014 წლიდან ყოველ ზაფხულს ფონდიბილივიაწყობს საქველმოქმედო გალა საღამოს ფონდის დონორი ორგანიზაციებისთვის და ინდივიდუალური შემომწირველებისთვის. ამ ღონისძიების უმთავრესი მიზანია სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა.

 

დონორებისა და მოხალისეების უანგარო თანადგომითბილივისგუნდი ფინანსურ სახსრებს აგროვებს იმ დაგეგმილი საქველმოქმედო პროგრამებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოში მთელი წლის განმავლობაში ბენეფიციართა საცხოვრებელი პირობების ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას.

 

ბილივისსაქველმოქმედო გალა საღამო უკვე სამჯერ ჩატარდა: 2014 წელს სასტუმროჯორჯია პალასში, 2015 , 2016 და 2017 წლებში სასტუმროჰილტონ ბათუმში”, ხოლო 2019 წელს სასტუმრო "ბილტმორ თბილისში". აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ჯამში 450 000 ლარზე მეტი შეგროვდა.


გალა
-საღამოზე ფონდი „ბილივი“ მასპინძლობს საქველმოქმედო აუქციონს, რომელსაც უძღვება კანადის საპატიო კონსული საქართველოში ბატონი კლიფ ისააკი. აუქციონზე გასაყიდად თავიანთი ნამუშევრებს ფონდს შემოწირულობის სახით გადასცემენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ხელოვანები და ამ ფორმით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ფონდის საქველმოქმედო საქმიანობაში.

ასევე გალა-საღამოზე იმართება ლატარიის ბილეთების გათამაშება, რისთვისაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები ფონდს გადასცემენ მათივე სერვისის სასაჩუქრე ვაუჩერს.

საქველმოქმედო ღონისძიების ერთგულ დონორებსა და მუდმივ სტუმრებს შორის არიან: გლობალური სატრანსპორტო კომპანიები, ლოჯისტიკური და ექსპედიტორული სააგენტოები, ფინანსური ინსტიტუტები, იურიდიული მომსახურების კომპანიები, საინვესტიციო ასოციაციები, საერთაშორისო სასტუმროები, სამედიცინო ცენტრები, ქართული დიასპორის, დიპლომატიური კორპუსისა და სამრეწველო პალატების წარმომადგენლები, აგრეთვე განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ინდივიდუალური შემომწირველები

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46