შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

,,ბილივის’’ ელჩები

ერთ-ერთი საუკეთესო გზა წარმატებული და ეფექტური საქმიანობის წარმართვისათვის - ეს არის ელჩი. ფონდი ,,ბილივი’’ მუშაობს და თანამშრომლობს ცნობილ მხატვრებთან, ხელოვანებთან, სპორტსმენებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მათ უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავთ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების გამყარების პროცესში.

ვინ არიან ,,ბილივის’’ ელჩები?
  კანადის საპატიო კონსული საქართველოში და  აუქციონისტი - კლიფ ისააკი;
  თანამედროვე ქართველი მხატვარი - ნინო ჩაკვეტაძე;
  ხელოვანი, აბრეშუმზე ხატვის ოსტატი - თეა ჭყონია;
  საქართველოს რაგბის ნაკრებისა და რაგბის ფრანგული კლუბის "Perpignan"-ის მოთამაშე - დიმიტრი ბასილაია;
  საქართველოს რაგბის ნაკრებისა და რაგბის ფრანგულ კლუბ "Stade Francais"-ის მოთამაშე - ზურაბ ჟვანია;
•  ჯგუფ Workout-ის დამაარსებელი, ათლეტი - მიშიკო ჟვანია.

,,ბილივის’’ ელჩები ეხმარებიან და აძლიერებენ ორგანიზაციას. მაგალითად, ფონდის ელჩი წარმოადგენს ყოველწლიური გალა საღამოების უცვლელ აუქციონისტს, ისინი არიან მხატვრული ნამუშევრებისა და ნივთების შემომწირველნი, ორგანიზებას უწევენ სამხატვრო გამოფენებს, ,,ბილივზე’’ საუბრობენ და ფონდის ისტორიებს ავრცელებენ სხვადასხვა მედია საშუალების დახმარებით, სოციალური ქსელებით და სხვა.

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 577221133 / +995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46