შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

ჯანმრთელობა


ჯანმრთელობის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში ფონდი ,,ბილივი’’ თანადგომას და დახმარებას უწევს აუცილებელი სარეაბილიტაციო - გამაჯანსაღებელი და გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მქონე პირებს.


ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ჩვენ ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ და ვაძლიერებთ სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;


ამასთან ერთად ჩვენი მიზანია, ლექცია-სემინარებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებით, ავამაღლოთ საზოგადოებაში ცნობიერების დონე სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობისა და პრევენციის შესახებ. ამავდროულად, ფონდის ერთ-ერთი მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.


ფონდის მიერ უკვე განხორციელებული სერვისები:


ლოგოპედის მომსახურება - თერაპიული გაკვეთილები

ლოგოპედის თერაპიული გაკვეთილები გულისხმობს ბგერათა დარღვევის დროს არტიკულაციურ ვარჯიშებს, სამეტყველო მოტორიკის დამუშავებას, მეტყველების ტემპის და რითმის მოწესრიგებას - შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მეტყველების პრობლემის მქონე 10 აღსაზრდელისათვის. პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება.


ფსიქოთერაპევტის მომსახურება

ფსიქოტერაპევტის სესიები ხელს უწყობს ბავშვებში დადებითი ემოციური განწყობის გამომუშავებას, საკუთარი ძალებისადმი რწმენის განმტკიცებას და თვითშფასების ამაღლებას. ფსიქოტერაპევტი მუშაობს არტ-თერაპიის მეთოდით, რაც მოიცავს ხატვით, ქვიშისა და ზღაპართ თერაპიას.


ქ. ფოთის დღის ცენტრის 10 აღსაზრდელისათვის აღნიშნული სერვისი 2016 წლის თებერვლიდან 11 თვის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი. იგი დაფინანსდა ,,ბილივის’’ დონორი ორგანიზაციის მიერ.


სავარძელ - ეტლები ბავშვებისთვის

ფოთში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სოციალურად დაუცველ 6 ბავშვს ფონდ ,,ბილივის’’ მხარდაჭერით სავარძელ-ეტლები გადაეცა. ბავშვებისთვის ეტლის გადაუდებელი საჭიროება ქალაქის სოციალურმა სამსახურმა განსაზღვრა. მათგან სამი ეტლი დღის ცენტრის საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი სამი - შინ მოხმარებისათვის არის განკუთვნილი.


სამკურნალო - გამაჯანსაღებელი კურსი ლუგელაში

,,კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის'' ქალაქ ფოთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელები სამკურნალო - გამაჯანსაღებელ კურორტ ლუგელაში იმყოფებოდნენ.


ფონდ ,,ბილივის'' მხარდაჭერით 10 დღიანი მიზანმიმართული სამკურნალო - სარეაბილიტაციო კურსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ათმა აღსაზრდელმა გაიარა. ბავშვები კურორტზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ. ,,ბილივმა'' დააფინანსა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.

ბავშვებისა და მოზრდილების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა

ქართულ ჯანდაცვის სისტემა ვითარდება, ძლიერდება ბრძოლა სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ახალმა დრომ ახალი სირთულეები მოიტანა. მრავალი დაავადება გაახალგაზრდავდა, გახშირდა და მათთან ბრძოლა კიდევ უფრო  რთული და ძვირადღირებული გახდა.


ჩვენს ფონდს ბევრი ადამიანი მომართავს ჯანმრთელობის გაუარესების პრობლემებით და ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვს. სამწუხაროდ,  ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.


ფონდი ცდილობს ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას; იმ ადამიანების გაძლიერებას, რომელთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და საჭიროებს აუცილებელ სამედიცინო ჩარევას. ამ დრომდე, ფონდი ფინანსურად უკვე დაეხმარა ფიზიკური და მენტალური შეზღუდვის მქონე 6 ბენეფიციარს.

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 577221133 / +995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46