შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

განათლება


საქველმოქმედო საქმიანობასთან ერთად ფონდი ,,ბილივი’’ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. საგანმათლებლო კუთხით გამოცდილების გაზიარების პროგრამის და საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ტრენინგი, ლექცია-სემინარი და კონფერენცია.


გამოცდილების გაზიარების პროგრამა (ESP)

გამოცდილების გაზიარების პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ურთიერთგაზიარების კულტურის დანერგვას და შექმნას ახალგაზრდა თაობისთვის შესაძლებლობები, გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ ახალი გამოცდილება პროექტის ფარგლებში განხორცილებულ სხვადასხვა ტიპის ლექციებსა და სემინარებზე დასწრებითა და ჩართულობით.


გამოცდილების გაზიარების პროგრამა (ESP), 2014 წლის ივლისში, დავით ჭოჭუას ინიციატივით შეიქმნა. ეს არის არაკომერციული, დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც ხორციელდება ფონდ ,,ბილივის’’ მჭიდრო თანამშრომლობით ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან, საჯარო და კერძო სკოლებთან  და პროფესიულ კოლეჯ ,,ფაზისთან’’.

ახალგაზრდებს პროგრამა საშუალებას აძლევს:

  • აიმაღლონ ცნობიერების დონე ლოკალურ და გლობალურ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;

  • ტრენინგ-სემინარების დახმარებით მიიღონ ახალი ცოდნა;

  • პროგრამის ფორმატი გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას დამსწრე აუდიტორიისათვის, სადაც თითოეულ მონაწილეს ექნება საშუალება, თავისუფლად გამოთქვას მოსაზრება და აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო ცხოვრებაში.


საგანმანათლებლო პროექტები
ჩვენი ფონდი რეგულარულად ატარებს საგანმანათლებლო და საინფორმაციო სახის ტრენინგებს, ლექცია-სემინარებს და კონფერენციებს ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებისათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა პედაგოგებისათვის.


ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ
,,ბილივმა’’ ორგანიზაციასთან „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის” - თანამშრომლობით, ფოთისა და ბათუმის 70-მდე ინკლუზიურ სწავლებაში ჩართული პედაგოგისა და შშმ ბავშვის მშობლისათვის, 2 კონფერენცია ჩაატარა. კონფერენციების თემა იყო შეზღუდულ შესაძლებლობები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები.

ფსიქოლოგებმა და ოკუპაციურმა თერაპევტებმა მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდეს პედაგოგოებსა და მშობლებს. კონფერენციების ფარგლებში განიხილებოდა ინკლუზიური განათლების მთავარი პრინციპები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვის ეფექტური საშუალებები, რთული ქცევის გამომწვევი მიზეზები და მათი მართვის ტექნიკები.

ასევე, ხაზი გაესვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარების მნიშვნელობას, რეაბილიტაციის სახეებს, ადაპტირებული გარემოს მოწყობის საკითხებს, შშმ ბავშვებთან კომუნიკაციის სწორ საშუალებებსა და მეთოდებს.

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 577221133 / +995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46