ცირა ნოდია 1 წელზე მეტია ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზს ებრძვის. ის, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ იტარებს სათანადო მკურნალობას და მდგომარეობაც ყოველდღიურად მძიმდება.
ცირა ბებო მეურვეობს შვილიშვილებს, რომელთაგან ერთ-ერთი 12 წლის ლუკა ასევე სიმსივნური დაავადების მქონეა.
მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. აუცილებელია, გადაუდებელი სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის კურსის ჩატარება.